ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრი საბერძნეთში, კონკრეტულად კი ათენში
გასტროლისთვის ემზადება.
საბერძნეთში მაყურებლის წინაშე ჯენი კარეზის სახელობის თეატრში, შადიმან შამანაძის ,,ღია შუშაბანდს” წარმოადგენენ.
“სპექტაკლი შეირჩა გამომდინარე იქედან, რომ ის ხალხი, რომლებიც იქ მუშაობენ თავისი ტრაგედია და პრობლემები აქვთ, არ არიან დალხენილი ხასიათის გამო წასულები და ეს სპექტაკლი კომედიური ჟანრის არის და მოხდა ამ სპექტაკლის შერჩევა. არ ჭირდება ასევე ბევრი რეკვიზიტი და არც თუ ისე ძვირი ჯდება. მესხიშვილის არსებობის ისტორიაში ეს გასტროლი საზღვარგარეთ არის პირველი და ვთვლი, რომ მესხიშვილის თეატრი ერთ-ერთი ფლაგმანია ქართულ თეატრში და სადაც არ უნდა წავიდეს არ მგონია ვინმე შეარცხვენს,”-აცხადებს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.