ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში როსტომ ჩხეიძის
ოთხტომეულის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი რუსთველოლოგიის თემაზე არის.
“შარშან შესრულდა 850 წელი შოთა რუსთაველის დაბადებიდან. ამ თარიღს მიეძღვნა პავლე ინგოროყვას რუსთველოლოგიური ნაშრომები, რომელმაც ოთხი ტომი შეადგინა. გარდა იმისა, რომ არის მეცნიერული ანალიზი დაწერილია ისე, რომ ყველას მიუწვდება ხელი. აღდგენილია არამარტო რუსთველის ბიოგრაფია, არამედ მაშინდელი საქართველოც,”-განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.