ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით
“საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები” გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული არტეფაქტები, რომლებიც ასახავენ საუკუნეების განმავლობაში საქართველოსა და ევროპას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს.
გამოფენის მიზანი და გზავნილი არის “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები” მიიტანოს საქართველოს რეგიონებში.
“ევროპა რომ ჩვენი არჩევანია ეს არ არის ვინმეს ახირება. ჩვენ ევროპული სხეულის ბუნებრივ და ორგანულ ნაწილს წარმოვადგენთ,”-განაცხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.
გამოფენა მომზადდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობითა და მხარდაჭერით, რომლის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენა 6 ივნისიდან- 11 ივნისამდე გასტანს.