ქუთაისში კერამიკულ პანოს “კოლხეთი”
რესტავრაცია ჩაუტარდება.ფალიაშვილის ქუჩა N15 შენობის ფასადზე არსებული ნამუშევრის აღდგენა-რესტავრაციისათვის 19 ათას 470 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერს ქუთაისის მერია აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი” ვალდებულია განახორციელოს ქალაქ ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩა N15 შენობის ფასადზე არსებული კერამიკული პანო “კოლხეთი”-ს აღდგენა-რესტავრაცია. პანოს აღდგენა-რესტავრაცია უნდა შეთანხმდეს ავტორთან ან წარმომადგენელთან.სამუშაოების შესრულებისას უნდა გამოყენონ საღებავი “აკრილი”,შამუთის ფხვნილი (თიხა), დეკორატიული ცემენტი, დამონტაჟდება განათება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები უნდა შეასრულოს ხელშეკრულების დადებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში.
სატენდერო წინადადებების მიღება 21 ივნისს იწყება და 26 ივნისს მთავრდება.
პანო “კოლხეთი”საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის სიდიდით ყველაზე დიდია (217კვადრატული). მასზე ასახულია ოთხი პერიოდის კომპოზიცია: საქართველოჩვ.წთ.მდე, ჩვ.წთ.შემდეგ, დღეს და მომავალში. მათ შორისაა ხახულის ძეგლი, ქართულიოჯახი, ბოროტთა ბრძოლა, განიარაღება და სხვ.
მისი ავტორია მხატვარი-მოქანდაკე ბერნარდ ნებიერიძე.