ქუთაისში, ოქტომბერში ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის იდეის ავტორი ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე არის.
როგორც ცნობილი გახდა ფესტივალზე სპეციალური სტუმარი სახელგანთქმული ქართველი ბალერინა ირმა ნიორაძე იქნება, იგი ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ირმა ნიორაძე – მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, რუსეთის სახალხო არტისტი არის.
სხვა ცნობილ როლებთან ერთად შესრულებული აქვს NYCB -ის ბალერინებთან ერთად ჯორჯ ბალანჩინის ბალეტები მარინის თეატრის სცენაზე.