ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში
ფრანგი მწერლის ჰექტორ მალოს “უსახლკაროს” მიხედვით შექმნილი ერთმოქმედებიანი პიესის “ცისფერი კოცონი” პრემიერა გაიმართება, რომლის რეჟისორი ეკატერინე სირაძეა.
“თეატრისთვის ყოველი პრემიერა არის დღესასწაული, შესაბამისად ამ დღესასწაულისთვის ვემზადებით ჩვენ. ყოველი ახალი პრემიერით თეატრი კიდევ ერთი საფეხურით მაღლდება. ძალიან საინტერესო პიესა არის და ვფიქრობ, რომ დააინტერესებს მაყურებელს. სპექტაკლში გამოყენებულია ახალი ტიპის თოჯინები, რომელებსაც პარტერული ტიპის თოჯინებს ეძახიან,”-განაცხადა თოჯინების თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა გაგოშიძემ.
სპექტაკლი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ. პრემიერა შაბათს 27 მაისს 12 საათზე შედგება.