ქუთაისში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში 15 თანამშრომელს სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ. მუზეუმების თანამშრომლები მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა დააჯილდოვა. “მუზეუმების საერთაშორისო დღეს ქუთაისში ჩვენც ყოველწლიურად აღვნიშნავთ. ამ დღეს ჩვენ ვხვდებით ქუთაისის მუზეუმების ღვაწლმოსილ თანამშრომლებს. დღესაც ასეთი შეხვედრა იყო და დავაჯილდოვეთ წარმატებული და ღვაწლმოსილი თანამშრომლები და გადავეცით ფულადი ჯილდო 200 ლარის ოდენობით”,- განაცხადა კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა.