ქუთაისში ხვალ ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავენ, ღონისძიებები
ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” ორგანიზატორი სოფიო რაჭველი საუბრობს.
” ღონისძიებები 16:00 საათზე, სასტუმრო “ბაგრატი 1003”-დან დაიწყება, სადაც სახელწოდებით “ეროვნული სამოსის მოკლე მატიანე” გამოფენა გაიმართება. გამოფენის შემდეგ მოეწყობა ქალაქში ეროვნულ სამოსში ჩაცმული პირების მსვლელობა. ასევე გაიმართება შავფაროსნების საჩვენებელი გამოსვლა, ხოლო აღნიშვნას დაასრულებს თეთრ ხიდზე დაგეგმილი კონცერტი, რომელშიც ლევან გერსამიას ანსამბლი, ანსამბლი “კოლხა” და ქუთაისელი ახალგაზრდა პოეტები მიიღებენ მონაწილეობას,”-განაცხადა სოფიო რაჭველმა.