ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში პროექტის
“ჯრუჭის მონასტრის ისტორიის ფუნდამენტური კვლევა მისი საგანძურის სამეცნიერო კატალოგიზაცია” ფარგლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის ავტორი მაია ქებულაძე გახლავს.
“ეს არის ინტერდისციპლინარული ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა რაც შეიძლება ღრმად შეესწავლა ჯრუჭის მონასტრის ისტორია. კვლევის შედეგად დაზუსტდა მონასტრის დაარსების და აღდგენის თარიღი. მიჩნეული იყო, ის რომ სოლომონ პირველმა იგი 1769 წელს აღადგინა, ჩვენი კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ მონასტერი 17 53- 1763 წლებში მოხდა აღდგენა. დაარსების თარიღი,”-განაცხადა მაია ქებულაძემ.
“ჯრუჭის” მონასტერი მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდ. ყვირილის მარჯვენა შენაკადის — ჯრუჭულას სათავეში, სოფელ ცხომარეთის მიდამოებში.