ნიკო ნიკოლაძის, ლადო ასათიანის, ზაქარია ფალიაშვილისა

 

და ბალანჩივაძეების დინასტიის შესახებ გადაცემები მომზადდება. ქუთაისის მერია სატელევიზიო გადაცემების მოსამზადებლად ტენდერს აცხადებს. ,,ქუთაისში მოღვაწე გამოჩენილი ქართველები”- ასე ჰქვია დოკუმენტური ფილმების კრებულს, რომლის მოსამზადებლადაც 4 ათასი ლარია განკუთვნილი. სულ 8 ფილმი მომზადდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ,,მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ქუთაისთან დაკავშირებულ საზოგადო მოღვაწეთა შესახებ, (ნიკო ნიკოლაძე, ზაქარია ფალიაშვილი, ბალანჩივაძეების დინასტია, ლადო ასათიანი) მხატვრულ-პუბლიცისტური 8 გადაცემის მომზადება ქართულ ენაზე HD ფორმატში (თითოეული გადაცემის ხანგრძლივობა არანაკლებ 20 წუთი) და ეთერში გაშვება ავტორიზებული ტელევიზიის მიერ თვეში ორჯერ, 2017 წლის 1 ივნისიდან, 30 სექტემბრის ჩათვლით (გადაცემის მოსამზადებლად ,,მიმწოდებელმა” უნდა მოიძიოს საჭირო მასალები სატელევიზიო არქივში, სახლ-მუზეუმებში, უზრუნველყოს დამონტაჟება და დაარქივება, ხოლო სიუჟეტის დასაწყისსა და ბოლოს განათავსოს წარწერა: “გადაცემა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ”)
ტელეგადაცემა უნდა დაანონსდეს წინასწარ მინიმუმ 2 დღით ადრე, ხოლო გადაცემის ჩვენება უნდა განახორციელოს ავტორიზაციის მქონე ტეელვიზიამ, რომელიც უზრუნველყოფს სიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობას და სიხშირით მაუწყებლობს მინიმუმ ქუთაისის ტერიტორიის არანაკლებ 90%-ზე.
,,მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს რვავე გადაცემის ჩაწერა 15 DVD დისკზე.
სატენდერო წინადადებების მიღება 25 აპრილს დაიწყო და 27 აპრილს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *