ქუთაისში ამერიკის დღეები
იწყება. ა.შ.შ. – საქართველოს თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ამერიკის დღეები 24 აპრილს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ამერიკელი დიპლომატის სტუმრობით იწყება. 25 აპრილს კი ქალაქში ამერიკული ფილმების დღეა. ამავე დღეს ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში 14 საათზე ვორკშოფს კომიქსის ახალგაზრდა შემქმნელები ჩაატარებენ. 26 აპრილის კი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში საინფორმაციო გამოფენა 13 საათიდან დაიწყება. გამოფენიდან დაინტერესებული პირები აშშ-ის გაცვლითი და საგანმანათლებლო პროგრამების, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა გრანტებისა და დახმარების პროგრამების შესახებ, აგრეთვე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტების შესახებ შეიტყობენ.
27 აპრილს ბაღდათის #2 საჯარო სკოლაში კალათბურთში მეგობრული თამაშები გაიმართება ადგილობრივ ახალგაზრდა კალათბურთელებსა და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს შორის. დრო : 13:00 – 15:00
ბაღდათის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში 16 საათზე გაიმართება პრეზენტაციები აშშ-ში განათლების მიღებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ .
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი “ჯონ სტეინბეკი და რუსული ჟურნალი” და “ვიხსენებთ ბალანჩინს” – ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის ჩვენება/დისკუსია გაიმართება . დასაწყისი 13 საათი.
ამერიკული დღეები 28 აპრილს დასრულდება. ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში “ვიხსენებთ ბალანჩინს” -ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის ჩვენება/დისკუსია გაიმართება. დრო: 17:00
19 საათზე კი ქუთაისის ოპერის თეატრში გალა კონცერტი და ამერიკის დღეების დახურვა გაიმართება . კონცერტში მონაწილეობასთბილისისა და ქუთაისის მუსიკლაური სასწავლებლების ახალგაზრდა შემსრულებლები მიიღებენ.