25 აპრილს ქუთაისში ამერიკულ ფილმებს აჩვენებენ.
5 ფილმის ჩვენება ყოფილი”კინო საქართველოს” შენობაში გაიმართება. მაყურებელი “ალადინს”, “ნიუზისს”, “პირად მცველს”,”სასიკვდილო იარაღი 3-ს” და “ბეტმენის დაბრუნებას” ნახავს.
ფილმების ჩვენების დრო ასეთია:
10:30 – ალადინი
12:30 – ნიუზის მიუზიკლი
15:00 – პირადი მცველი
17:30 – სასიკვდილო იარაღი 3
20:00 – ბეტმენის დაბრუნება
ფილმები ინგლისურად, ქართული სუბტიტებით გავა. სეანსებზე მისულ პირველ 50 მაყურებელს პოპ-კორნით გაუმასპინძლდებიან,- აღნიშნულია რადიო “ძველი ქალაქისათვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.
ფილმების ჩვენება აშშ – საქართველოს თანამშრომლობის 25 წლის აღნიშვნის ფარგლებში, ამერიკის დღეების ფარგლებში მოწყობა.
ამერიკის დღეები 24 აპრილს წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამერიკელი დიპლომატის სტუმრობით გაიხსნება და 28 აპრილს გალა კონცერტით დასრულდება.