გამოფენაზე გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის 12-დან 16 წლამდე აღსაზრდელების ნამუშევრები
იყო წარმოდგენილი. გამოფენა ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო.
“კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება აწყობს “საგაზაფხულო კვირეულს”, რომლის ფარგლებშიც გაიმართა გამოფენა. დღეს წარმოდგენილია 37 ნამუშევარი. განწყობა არის საგაზაფხულო და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი და დიდი მოტივაცია ბავშვებისთვის. ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებები იქნება ერთგვარი მილოცვა საზოგადოებისთვის”, – აღნიშნა ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა ელისო ქაროსანიძემ.