ქუთაისში ბოტანიკურ ბაღამდე
მისასვლელი ხიდის პროექტის მოსამზადებლად ტენდერი თავიდან გამოცხადდება. ფეხით მოსიარულეთა ხიდის პროექტისათვის გამოცხადებულ უკვე ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ მიიღო. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, სატენდერო ღირებულება გაიზრდება. “რაც შეეხება საფეხმავლო ხიდის მშენებლობას, ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.ეს იყო საპროექტო ტენდერი. გამოცხადება უახლოეს დღეებში ტენდერი თავიდან და ვფიქრობთ, რომ გაიზრდება სატენდერო ღირებულება. გაზრდილ თანხაში უფრო მოამზადებენ დაინტერესებული პრები პროექტს, ვიდრე იმ თანხაში რაც იყო ითითებული”,- აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
ფეხითმოსიარულეთა ხიდის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სატენდერო ღირებულება 30 ათას ლარს შეადგენდა.
ხიდი ქუთაისში ხარებასა და წმ. გიორგი სახელობის ეკლესიებს შორის მიმდებარე ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღამდე აშენდება.