რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ
თეატრის მოყვარულებს ბერნარდ შოს “პიგმალიონი” წარუდგინა. ინგლისურენოვანმა, ფერადმა და მხიარულმა მიუზიკლმა მაყურებელი გულგრილი ნამდვილად არ დატოვა. პრემიერით კმაყოფილი დარჩა თავად რეჟისორისც. “წელს პირველად დაიდგა სპექტაკლი “პიგმალიონი”.მასში 23 მსახიობია სულ დაკავებული.მათი უმრავლესობა ჩემი ყოფილი სტუდენტია, რომელთაც უკვე დიდი ხანია დაასრულეს თეატრალური და მესხიშვილის დასის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. კარგი თაობაა და მოხარული ვარ, რომ მათთან მუშაობა მომიწია, ზალიან კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი პრემიერითაც”, – განაცხადა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ.
“პიგმალიონს” პოპულარობა პიესის ეკრანიზაციამ, ფილმმა “ჩემი მშვენიერი ლედი” განაპირობა, რომელშიც მთავარ როლს ოდრი ჰეპბერნი ასრულებს. “პიგმალიონის”მუსიკალურმა კინოადაპტაციამ ,,ოსკარი” 7 ნომინაციაში მიიღო და დღემდე აქტუალურია.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში “პიგმალიონის” ნახვა მაყურბელებს ხვალაც შეეძლებათ.