ქუთაისში მოდელირებული გაეროს კონფერენცია
გაიმართება. მერიამ შესაბამისი ღონისძიების ორგანიზებისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`904 ლარია. წინადადებების მიღება 5 თებერვალს იწყება და 10 თებერვალს მთავრდება. მოდელირებული გაეროს კონფერენციები წინა წლებშიც გაიმართა. გაერთიანებული ერების მოდელირება არის გაეროს გენერალური ასამბლეის სიმულაცია. ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას გაეროს მოდელირებაში და მიიღებენ გადაწყვეტილებებს როგორც ელჩები გაეროს წევრი ქვეყნებიდან, გამართავენ დებატებს მიმდინარე საკითხებზე, რასაც ითვალისწინებს ორგანიზაციის დღის წესრიგი. მათი როლების თამაშის დროს სტუდენტი დელეგატები გამოვლენ სიტყვით, როგორც ელჩები. მოამზადებენ დაგენილებებს, გამართავენ მოლაპარაკებებს და იმსჯელებენ კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე. დასახავენ ყველა იმ პრობლემის გადაჭრის გზებს, რომლებიც ახდენს გავლენას ქვეყნებზე მთელ მსოფლიოში.