ქუთაისში, ოპერის თეატრის ფოიეში გერმანიაში
მოღვაწე თვითნასწავლი მხატვრის თამარ შვარცვალდის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით “გესმოდეთ პეპლების ღიმილის”. “დღეს აქ არის წარმოდგენილია გრაფიკული ნამუშევრები ციკლიდან “გესმოდეთ პეპლების ღიმილის.” მალე წიგნიც გამოვა და სხვა ნამუშევრებთან ერთად ეს გრაფიკული ნამუშევრებიც შევა ამ წიგნში. იდეა გამოფენის სპონტანურად დაიბადა, რატომ არ უნდა ნახოს მეტმა, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს. ვინმე თუ რაიმე პოზიტიურს წაიღებს აქედან მე ძალიან ბედნიერი ვიქნები,” განაცხადა თამარ შვარცვალდმა.
თამარ შვარცვალდი მეუღლესთან ერთად გერმანიაში თეატრალური ფესტივალების ერთ-ერთი ორგანიზატორია. მას მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრთან.
ახალგაზრდული თეატრის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის დაფინანსებით გამოფენა ოპერის თეატრში მოეწყო. გამოფენილია მხატვრის ორმოცდაათამდე გრაფიკული ნამუშევარი.