ქუთაისს ახალ წელს
ჯგუფი “არა”, მეგი გოგიტიძე და ბენდი მიულოცავს. გალა კონცერტზე მსმენელის წინაშე ეს შემსრულებლები წარსდგებიან. კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხვდნენ საახალწლო კონცერტზე ადგილობრივი შემსრულებელები მერიაში ასე გვიპასუხეს: “საახალწლო კონცერტში ყოველთვის გვეხმარებოდა კულტურის სამინისტრო. წელსაც ვფიქრობდით, რომ ჯგუფების შერჩევა კულტურის სამინისტროდან მოხდებოდა. როდესაც ვფიქრობდით, ვინ გამოგვეყვანა ადგილობრივი შემსრულებლებდან, იმდენად ბევრნი არიან და იმდენად ნიჭიერები, რომ ყველას ვერ გამოვიყვანდით. ეს გამოიწვევდა გულისწყვეტას. ერთს ეტყვი და მეორეს გული დაწყდება მე რატომ არ ვიყავიო და ეს უხერხულობა რომ თავიდან აგვეცილებინა ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ”,- განაცახდა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის მერიის კულტურის,სპორტის,განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მურუსიძემ.
მისი თქმით, სამაგიეროდ ადგილორბივი ჯგუფები, შემსრულებლები სხვადასხვა ღონისძიებებში დაკავდებიან. “წლის განავლობაში დაგეგმილი გვაქვს მათი კონცერტები. გარდა ამისა, წელს “ზაფხულის საღამოები” იყო და იქ გამოვიდნენ ჩვენი ჯგუფები. მათ ყურადღების გარეშე ნამდვილად არ დავტოვებთ”, – განაცხადა მაია მურუსიძემ.
საახალწლო გალა კონცერტი ქუთაისში 31 დეკემბერს, ცენტრალურ მოდეანზე საღამოს ათ საათზე დაიწყება და პირველ საათამდე გასტანს. ახალი წლის დადგომას ზუსტად ღამის 12 საათზე ადგილობრივებს გრანდიოზული ფოიერვერკით მიულოცავენ.