“კომატის საფლავის ქვა”- სპექტაკლის დადგმისათვის ტენდერი გამოცხადდა.

 

ქუთაისის მერია გივი სარჩიმელიძის საიუბილეო პროექტის ფარგლებში ღონისძიების გამართავს გეგმავს, როგორც ეს სატენდერო პიროებებშია აღნიშნული, ეს იქნება ლიტერატურულ- თეატრალური კომპოზიცია, იუკიო მიშიმას პიესის “კომატის საფლავის ქვა”. ღონისძების ორგანიზებისა და სპეტაკლის დადმისათვის 10`000 ლარიანი ტენდერია გამოცხადებული. ღონისძიება მზად 2016 წლის 30 ნოემბერს უნდა იყოს. ტენდერი 24 ოქტომბერს გამოცხადდა და სატენდერო წინადადების მიღება 9 ნოემბრიდან იწყება.

რეჟისორი გივი სარჩიმელიძე ყო თოჯინების სახელმწიფო თეატრის დამდგმელი რეჟისორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი რეჟისორი. თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი(1953), პროფესორი(1994). დადგმული აქვს სპექტაკლები: ა. პოპესკუს “მზის სხივი” და “ცისფერი ზღარბი”; მ. ხეთაგურის “ხეტიალა”; მ. აბრამიშვილის “ბარბალუკა, ნიშხა, ნიშხა” და სხვა. მონაწილეობდა 12 მხატვრულ ფილმში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *