ნუგზარ ლორთქიფანიძე დაიბადა ქ. თბილისში 1941 წლის 10 იანვარს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1976 წელს.
1976-1983წწ. იყო თელავის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; 1983-1996წწ. საქართველოს ტელევიზიის, კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის და რეჟისურის კათედრის დოცენტი; 1996 წლიდან თეატრის მოღვაწეთა კავშირის დრამატული თეატრების განყოფილების გამგე, ქუთაისის ოპერისა და დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. დადგმული აქვს 60 მეტი სპექტაკლი.
ნუგზარ ლორთქიფანიძე 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.