27 ოქტომბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი მაყურებელს პრემიერაზე ეპატიჟება.
მაყურებელი დონალდ ლი კობურნის პიესის “ვთამაშობთ ჯინს” მიხედვით დადაგმულ სპეტქკლს “ჯინი” იხილავს. ორმოქმედებიან ფსიოდრამაში ევა ხუტუნაშვილი და გივი ჩუგუაშვილი ითამაშებენ. სპექტაკლის რეჟისორი კონსტანტინე აბაშიძეა.
“ჯინი” 19:00 საათზე დაიწყება.