1 ნოემბერს ქუთაისის
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენას რუსთაველის თეატრის მსახიობები დაიკავებენ. მაყურებელი “ლისისტრატეს” იხილავს. სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინო კასრაძე, მანანა გამცემლიძე, ია სუხიტაშვილი, ქეთი ხიტირი, ეკა მოლოდინაშვილი, რუსკა მაყაშვილი,მანანა აბრამიშვილი, ნანა ლორთქიფანიძე, თამთა ინაშვილი და ლაშა ჯუხარაშვილი. რეჟისორი დავით საყვარელიძეა. სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.