ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა
. მაყურებელმა იხილია გიორგი თავაძის სპექტაკლი – “რა ვუყოთ ამ ვიოლონჩელოს” რომელიც მატეი ვიშნეკის პიესის მიხედვით არის დადგმული.
“ეს არის რუმინული წარმომავლობის, საფრანგეთში მოღვაწე, თანამედროვე დრამატურგის პიესა, რომელიც წარმატებით იდგმება ევროპის თეატრალურ სცენებზე. ვინაიდან მისი თემა არის უცნაური, აქტუალური და რაღაცნაირად ეხმიანება ჩვენს გაუსაძლის ყოფას, გადავწყვიტეთ, დაგვედგა აღნიშნული სპექტაკლი. მასში მონაწილეობენ მესხიშვილის თეატრის ძალიან კარგი, წამყვანი მსახიობები, რომელთა უმრავლესობასთანაც არაერთხელ მიმუშავია. ახალგაზრდა მსახიობ გიორგი შალამბერიძესთან კი პირველად ვიმუშავე და ვთვლი, რომ ის ძალიან ნიჭიერი მსახიობია. ზოგადად, ძალიან საინტერესო ჯგუფთან მომიწია მუშაობა და ურთიერთობა, მადლობა მესხიშვილის თეატრს. მედლობას ვუხდი მერიის კულტურის სამსახურს ფინანსური მხარდაჭერისათვის, მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობებისთვის, რათა მათ შექმნან ხელოვნების ნაწარმოებები.”- განაცხადა სპექტაკლის რეჟისორმა გიორგი თავაძემ.