ქუთაისის ოპერის თეატრი სეზონს 4 ოქტომბერს გახსნის.

ოპერის მოყვარულები ჯუზეპე ვერდის “ტრავიატას” იხილავენ. ქუთაისის ოპერის თეატრი სეზონს ტრადიციულად ყოველთვის “აბესალომ და ეთერით” ხსნის, თუმცა ეს ტრადიცია წელს დაირღვა: ” ჩვენი თეატრი სეზონს არატრადიციულად ხსნის. სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გამოგვიყვეს თანხა და ვდგამთ ახალ სპეკტაკლს. ეს არის ჯუზეპე ვერდის “ტრავიატა””, – აღნიშნა ქუთაისის ოპერისა და ბალეთის თეატრის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.
სპეტაკლში ადგილობრივი სოლისტები დაკავდებიან. რევაზ ჯავახიშვილის თქმით, პრემიერა კიდევ იგეგმება დეკემბრის თვისთვის. “იგეგემება დეკემბერში “სოფლის ღირსების” ასევე პრემიერა, რომელსაც სავარაუდოდ გოგი ჭიჭინაძე უხელმძღვანელებს. გვაქვს მოლაპარაკება თანამედროვე კომპოზიტორტან ზურაბ ნადარეიშვილთან, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო ქართული ოპერა საბავშვო თავისი თემათიკით და რასაბავშვო მუსკალურად. ჩვენი თეატრის პროფილი თავიდანვე იყო თანამედროვე კომპოზიტორების ხელშეწყობა, ამიტომ გადავწყვიტეთ დავდგათ ზურაბ ნადარეიშვილის “რწყილი და ჭიანჭველა”, – აღნიშნა რევაზ ჯავახიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *