ლევილის მამული საქართველოს დღეს ოფიციალურად გადმოეცემა.
25 წლიანი ისტორიული პროცესი აქტის გაფორმებით დასრულდება და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება.
ლევილის მამულის დასაბრუნებლად აქტიური მოლაპარაკებები 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის არსებობს ათ წლიანი გეგმა, რომელზეც 5 მილიონზე მეტი ევროა გათვალისწინებულია.
ამ აქტს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე, ხოლო ფრანგული მხარიდან ოჯახების წარმომადგენელბი, შთამომავლები.
ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ცერემონიას ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.