5 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 008-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 389 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 032-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 761 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 219 შემთხვევა, აჭარა – 12, იმერეთი – 80, ქვემო ქართლი – 39, შიდა ქართლი – 28, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54, კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი -23, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 189 საიდანაც, 482 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 264, აჭარაში – 26, იმერეთში – 91. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 121 პირი, მათ შორის, თბილისში – 75, აჭარაში – 18, იმერეთში – 10. 3 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.