დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს.
მისი თქმით, ვაქცინაციის ახალ გეგმაში მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია გაწერილი.
მისი თქმით, საქართველოში 400 ათასი დოზა “ფაიზერი” აუთვისებელი დარჩა, რაც სამწუხაროა.
,,ძალიან შეწუხებული ვარ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, თხოვნისა, მუდარისა 400 ათასამდე დოზაა დარჩენილი. ფინანსურად არ გვიზარალია, მაგრამ “ბუსტერზე” მოსულიყვნენ, კიდევ მეტი აცრილიყო, ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლებოდა. მარტის ბოლოს მოზრდილი მოსახლების აცრის 44%-ზე ავდივართ”,- ამბობს ამირან გამყრელიძე.