საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მოიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე:

https://donor.moh.gov.ge/?fbclid=IwAR2IqdEQUmysxIpoTWPQULk1szFx3HrvQM7M37ojhvpTPDfUvqCDPZRZ-4k

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *