3 მარტის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ 19-ის 3 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 619 274-ს შეადგენს.
ასევე, დღეის მდგომარეობით, დადასტურდა გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 274 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 347 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 461, ქვემო ქართლი -153, შიდა ქართლი – 189, გურია – 178, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 266, კახეთი – 220, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 42.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 73 351 საიდანაც, 3 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 146, აჭარაში – 305, იმერეთში – 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 718 პირი, მათ შორის, თბილისში – 312, აჭარაში – 91, იმერეთში – 141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 28, იმერეთში – 18. 70 326 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.