საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი მარტიდან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებული იქნება, მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით გამოწეროს.
ასევე, ექიმი ასევე ვალდებული იქნება, სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, ელექტრონული რეცეპტი გამოწეროს.
გამონაკლისის სახით, სოფლის ექიმებს ეძლევათ რეცეპტის მატერიალური ფორმით გამოწერის შესაძლებლობა.
,,ცვლილებიდან გამომდინარე, აფთიაქებსაც უჩნდებათ ვალდებულება, II ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გასცეს, მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად ფორმა N3 რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის, აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.