საქართველოში კორონა ვირუსის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება.

14 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში 4 028 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ოჯახის ექიმები “პრიორიტეტულად” უკავშირდებიან მათ, ვინც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

,,2 500-ზე მეტი ოჯახის ექიმია ჩართული და ისინი ცდილობენ, განაწილების მიხედვით, თავიანთ პაციენტებს დაუკავშირდნენ და უკუკავშირი ჰქონდეთ. მაგრამ რადგანაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დიდია, იქაც პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და არის სხვადასხვა მაღალ რისკთან ან ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებული,’’-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

Ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 731 საიდანაც, 6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 307, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 285.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *