დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია.
მისი თქმით, რეინფიცირების შემთხვევები 5,4%-ით არის გაზრდილი.
“საკმაოდ დამაფიქრებელია ის, რომ რეინფიცირების შემთხვევები 5,4%-ით გაზრდილია. ანუ უფრო დიდი ალბათობით შეიძლება დაინფიცირდეთ”, — თქვა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.
22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 072, ხოლო გარდაიცვალა — 52 ადამიანი.
ხვალ, ვაქცინაციის საბჭო ბუსტერ დოზების ვადებზე იმსჯელებს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს ვისაც „ბუსტერ” დოზა ექნება გაკეთებული.
მისივე თქმით, კვლევებით დადასტურებულია, რომ “ფაიზერის” “ბუსტერ” დოზას “ომიკრონის” მიმართ მაღალი დამცველობითი უნარი აქვს, რის გამოც მოუწოდებს მოსახლეობას “ბუსტერ” დოზით აიცრან.
“მივმართავთ მოსახლეობას დააჩქარონ. დღევანდელი მონაცემებით, 54 ათასი “ბუსტერ” დოზაა გაკეთებული.”- ამირან გამყრელიძე.