კამპანიის ,,ავიცრათ ერთმანეთისთვის” ფარგლებში, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე ქუთაისში დევნილების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.
მინისტრმა ასევე ერთჯერადი პირბადეები და ვაქცინის შესახებ საინფორმაციო ფლაერები დაარიგა.
,,ეს კამპანია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებაში გაიზარდოს აცრის აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია და ბევრი ადამიანი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. ახალი შტამის პირობებში ასეთ კამპანიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ ადამიანების ტრანსპორტორებას. მოვუწოდებთ ყველა დევნილს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს: აიცერით თქვენი და გარშემომყოფების კეთილდღეობისთვის,”- ამბობს ლევან ვასაძე.
,,ავიცერი ფაიზეროთ. დღეს მეორე დოზა გავიკეთე. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა ავიცრათ, რათა ერთმანეთის სიცოცხლე დავიცვათ,”- ამბობს აფხაზეთიდან დევნილი დოდო მირცხულავა.
,,დღეს აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით იმართეა აქცია, რომლის მიზანი აცრის პოპულარიზაციაა. Აცრა აუცილებელია პანდემიის დასრულებისთვის. დღეს დადებითი მონაცემები გვაქვს, საქართველოს მასშტაბით ჯამში, 13 ათასი ადამიანი აიცრა. Მინდა კიდევ ერთელ მოვუწოდო ჩვენს თანაქალაქელებს: დავიცვათ რეგულაციები და ავიცრათ, რათა არ შევქმნათ პრობლემები,’’-ამბობს ქუთაისის მერი იოსებ ხახცალეიშვილი.