საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 72 პაციენტი.
იმერეთში ვირუსის 646 შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4295 პირი.
გუშინ საქართველოში 50 626 ტესტი ჩატარდა.
1 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%,
ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.78% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.53%.