დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველო უკვე 30 წელია ტრადიციულად უერთდება შიდსის მსოფლიო დღეს.
1 დეკემბერს ადამიანები ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.
აივ პანდემიის დამარცხების მთავარი გზა პაციენტის ადრეულ დიაგნოსტიკაზე, ეფექტურ მკურნალობაზე, ეპიდზედამხედველობასა და პრევენციაზეა დამოკიდებული.
დღევანდელი მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9124 აივ ინფიცირებული პირი, აქედან 6820- მამაკაცი და 2304-ქალია და მათი ასაკი 29-დან 30-წლამდეა.