29 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 4 214, ხოლო გარდაიცვალა -80 ადამიანი.
იმერეთში ვირუსის 865 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 214 ადამიანი.
ამ ეტაპზე იმერეთში, საავადმყოფოში – 1 423 პაციენტი მკურნალობს.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 35 ადამიანი იმყოფება.