29 ნოემბერს, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 477 პირი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: იმერეთში – 313 შემთხვევა დაფიქსირდა.

იმერეთში – 1 423 ადამიანი მკურნალობს სავადმყოფოში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 728 პირი, მათ შორის,იმერეთში – 35.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 068 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 455 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.74%,
ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.0% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.04%

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *