25 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 650, ხოლო გარდაიცვალა — 46 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 847 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 13 643, ხოლო PCR-ით — 9 204.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,5%, ბოლო 7 დღის — 9,05%, ხოლო 14 დღის — 9,04%.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 694 182-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 9 788, ხოლო გამოჯანმრთელდა 635 611 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 704 შემთხვევა;
აჭარა — 93;
იმერეთი — 438;
ქვემო ქართლი — 130;
შიდა ქართლი — 84;
გურია — 33;
სამეგრელო-ზემო სვანეთი — 129;
კახეთი — 253;
მცხეთა-მთიანეთი — 16;
სამცხე-ჯავახეთი — 48;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 48 757, საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 549, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 318 ადამიანი.
1 022 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 41 569 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 329 ადამიანი.