საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე,
მედისკოსები შემაშფოთებელ პროგნოზს აკეთებენ. ისინი თვლიან, რომ ქვეყანაში ვირუსის პიკი გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ზაფხულში იყო. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში – კახეთსა და იმერეთში.
“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად გაუარესებულია. ყველანაირი მაჩვენებელი, რომელიც რეალურად პასუხისმგებელია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, შეიძლება ითქვას კატასტროფულად არის მომატებული. თუ არ ვეცდებით და არსებულ მდგომარეობას ერთადერთ ბერკეტს არ დავუპირისპირებთ, ეს არის ვაქცინაციის პროცესი, სხვა შემთხვევაში შემოდგომის ბოლოს ქვეყანაში მივიღებთ საკმაოდ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას,” – ამბობს “ჯოენის” სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, მაია კაშია.
საქართველოში 21 ოქტომბერს ვირუსით ინფიცირების 4 411 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 896 პირი, გარდაიცვალა 29 ადამიანი.
21 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, იმერეთში 827 შემთხვევა დაფიქსირდა.