27 სექტემბრიდან ორჯერადად ვაქცინირებული ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის საშუალება ექნებათ.
ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათი განცხადებით, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პირები, რომლებიც შესაბამის დოკუმენტს წარადგენენ.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებული, რაც შეეხება პერსონალს, თანამშრომელთა 92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებული.
ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური