,,უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წელს ზევით მყოფი მოზარდების ვაქცინაციაზე,’’
-ამის შესახებ პედიატრმა, თემურ მიქელაძემ იმუნიზაციიის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სანამ საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, რისკჯგუფში შემავალი ბავშვების ვაქცინაცია მანამდეც შესაძლებელი იქნება.
,,განსაკუთრებული რისკჯგუფის ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. რაც შეეხება ჯანმრთელ ბავშვებს, რომელთაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, როგორც მოგეხსენებათ, მე რამდენიმე ათასი პაციენტი გავატარე, აქედან თითზე ჩამოსათვლელი იყო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, მათ რაიმე განსაკუთრებული მძიმედ მიმდინარეობა კორონავირუსული ინფექციის პერიოდშიო არ ჰქონიათ და ამიტომ, რისკჯგუფის არ მქონე ბავშვებთან არ არის აუცილებელი. მაქსიმალურად ჯობია ის ვაქცინები ჯერ გამოვიყენოთ იმ მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელთათვის კორონავირუსული ინფექცია შეიძლება ლეტალობით დასრულდეს,’’-განაცხადა თემურ მიქელაძემ.
Მისი თქმით, ნებისმიერ მშობელს, სურვილის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს თავის ოჯახის ექიმს, ოჯახის ექიმები ავსებენ “ფორმა 100”-ს, შემდეგ იგზავნება სამინისტროში და მყისიერად ხდება ამაზე რეაგირება.
,, ეს ბავშვები მეორე მესამე დღესვე აიცრებიან, ოღონდ ეს უნდა იყოს მშობლის ნება, ასევე ოჯახის ექიმმა უნდა დაადასტუროს, რომ ამ ბავშვს აუცილებლად სჭირდება ვაქცინაცია,’’-ამბობს თემურ მიქელაძე.