საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა
დადასტურდა, აქედან იმერეთში 17 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და აჭარაში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 398 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 137 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 12 პირი. თვითიზოლაციაშია 969 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 834 პირი. გარდაიცვალა 15 პაციენტი.
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 359 141-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 345 582-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 175 პირი ემსხვერპლა.