საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის
671 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 72 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 381 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 133 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 14 პირი. თვითიზოლაციაშია 1 097 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 657 პირი. გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 357 591-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 343 734-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 131 პირი ემსხვერპლა.