საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 741 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 82 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 388 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 132 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 14 პირი. თვითიზოლაციაშია 1 097 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 945 პირი. გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 920-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 342 720-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 114 პირი ემსხვერპლა.