ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 064 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 99 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 537 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 158 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 16 პირი. თვითიზოლაციაშია 1 610 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 135 პირი. გარდაიცვალა 29 პაციენტი.