ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის
1 104 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 103 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 542 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 158 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 16 პირი. თვითიზოლაციაშია 1 583 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 603 პირი. გარდაიცვალა 21 პაციენტი.