ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 390 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 168 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 502 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 141 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 13 პირი. თვითიზოლაციაშია 1 401 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 070 პირი. გარდაიცვალა 18 პაციენტი.