ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 504 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 50 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და აჭარაში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 571 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 165 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 16 პირი. თვითიზოლაციაშია 1 855 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 2 038 პირი. გარდაიცვალა 27 პაციენტი.