ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 433 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 79 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 423 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 97 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 10 პირი. თვითიზოლაციაშია 1 580 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 160 პირი. გარდაიცვალა 18 პაციენტი.