ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 476 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 90 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 421 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 100 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი. თვითიზოლაციაშია 1 314 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 791 პირი. გარდაიცვალა 15 პაციენტი.